ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: სასტუმრო ავენიუ
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სასტუმრო "ავენიუ" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული და ინგლისურის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kotevefxvadze@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე