გრაფიკული პროგრამა 3DMax-ის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული პროგრამა 3DMax-ის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 235321_application3D_Max_9624244.zip
"საქართველოს უნივერსიტეტის" ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას გრაფიკული პროგრამის - 3DMax შესასწავლად.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება სადიზაინერო - სამშენებლო სფეროში. ასევე, განკუთვნილია დამწყები და უკვე მოქმედი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის.

კურსს დაეთმობა კვირაში 2 საათი - ოთხშაბათს 16:30 საათზე და შაბათს 16:30 საათზე

ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა 10-25 მსმენელი.

კურსს გაუძღვება ინტერიერის დიზაინერი - ნატალი კაჭარავა - ტილბურგის უნივერსიტეტისა და მანჩესტერის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

3D Max პროგრამა:

** 3D-Max-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები. სტანდარტული პროგრამის მიმოხილვა: User Interface ( მომხმარებლის ინტერფეისი). Customize Preference Settings (ძირითადი პარამეტრების მორგება). Unit Setup (ზომის ერთეულები), Grid (ბადე), Viewport Configuration (ხედების კონფიგურაცია), Viewport options all, (Wireframe, Shading)-ხედების ფანჯრების ყველა ოპციები, კარკასული ჩვენება ეკრანზე. Cube (Hide/Show) ხედების ხელსაწყო, დამალვა-ჩვენება ეკრანზე.
** Main menu (მთავარი მენიუ), Command Panel (ბრძანებების პანელი), Toolbars (ინსტრუმენთა პანელი).Scene explorer (პროექტის მკვლევარი პანელი) Zoom tools (მასშტაბირების ხელსაწყოები).
** System coordinates (კოორდინატული სისტემა ) Pivot (ღერძი, ობიექტის ცენტრის განსაზღვრა). Clone objects (ობიექტების კოპირება), Hide/Freeze (ობიექტების დამალვა სცენიდან, ობიექტზე მოქმედების შეზღუდვა). Context menu (right click floating panel)-კონტექსტური მენიუ, დამატებითი მარჯვენა პანელი.
** Select and move(მონიშვნა და გადაადგილება), Rotate(მობრუნება), Scale(მაშტაბირება)Snaps (ობიექტზე მიბმა), mirror(სარკისერური კოპირება). Group დაჯგუფება.
** Standart Primitives მარტივი ფიგურების შექმნა, Create , Modify-მარტივი ობიექტების შექმნა და რედაქტირება (პარამეტრების ფანჯარა)-ს გამოყენება. Parameters - პარამეტრები, Segments- სეგმენტები. Shapes, Spline (ფორმები, შექმნა ხაზით და რედაქტირება ): fillet, outline, refine. სამგანზომილებიანი ობიექტის შექმნა, Lathe(ღერძე დატრიალებით მრგვალი ზედაპირის შექმნა).
** Editable Poly პოლიგონებზე მოდელირება, მოდელირების მოდიფიკატორები extrude, bevel, bridge. Vertex, Edge, Polygon, Element - ობიექტის ვერტექსი, ზღვარი, მრავალკუთხედი, ელემენტი. Soft selection- მონიშვნა.
** Extended primitives, Compound objects: Loft, boolean.
** Modifier list ობიექტის მოდიფიკატორთა ჩამონათვალი
** Standart Material Editor -მატერიალების რედაქტორი, სტანდარტული ტიპის მატერიალები, მატერილების შექმნა და ობიექტზე დადება. UVP Map- მატერიალის ობიექტზე გადაკვრა.
** Standart Lights სცენის განათება, სინათლის სცენაზე განთავსების წესები და მისი პარამეტრები. Target directional light.Omni პროჟექტორები. Light lister განათების მართვის პანელი.
** Import file from Archicad -არქიკადიდან ფაილის იმპორტირება 3dsMax -ში.
** კამერის დაყენება
** Render and window parameters სტანდარტული მასალების გამოყენებით რენდერი და სარენდერო ფანჯრის პარამეტრები.
** Camera კამერის დაყენება და პარამეტრები. Background Image in Viewport-ხედში ფონის დადება.
** Text, modify, extrude -ტექსტის რედაქტირება.
** Video Post მნათი ზედაპირის შექმნა (ჰალოგენური განათება).

კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე (25 გაკვეთილი)

კურსის ღირებულება - 35 ლარი თვეში-სრული ღირებულება -105 ლარი ( გადახდა შესაძლებელია ერთიანად ან კურსის დაწყებამდე მსმენელმა უნდა გადაიხადოს სრული ღირებულების 50%, ხოლო დარჩენილი თანხა სწავლის დასრულებამდე.)

გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფოსტით mtsereteli@ug.edu.ge ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621

რეგისტრაციისთვის იხ. აპლიკაციის ფორმა.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 11 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.

სწავლა დაიწყება - 25 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621/623
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე