პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი; ქ. თბილისის, ლუბლიანას ქ#5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით.
** ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა;
** პროგრამის დახვეწის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** პროგრამის მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა ;
** დახმარების გაწევა პროგრამის მომხმარებელთათვის;

დამატებითი უნარები;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 01 ოქტომბერი.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე