ბიზნეს კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: Experto Consulting
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ექსპერტო" არის ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია თბილისში, რომელიც ახორციელებს ბაზრის კვლევის სერვისს, არის უცხოური კომპანიების წარმომადგენელი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანში საქმის წარმოებით.

ჩვენი ძირითადი საკონსულტაციო საქმიანობა ორიენტირებულია დისტრიბუტორებისა და პარტნიორების შერჩევაზე, პროექტების მხარდაჭერაზე, წარმომადგენლობით საქმიანობაზე, ბაზრის და ფასების კვლევებზე და ა.შ.

შპს "ექსპტრო" ფართოვდება და ეძებს ახალ ბიზნეს კონსულტანტს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

გენერალური მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ, კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება შემდეგი ამოცანების შესრულებაზე:

** ჩვენი პარტნიორი კომპანიები წარადგინოს საქართველოსა და კავკასიაში როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში ასევე ბიზნეს სექტორში;
** ყოველდღიურად ეძიოს პერსპექტივები კომპანიის კონტრაქტორებისათვის;
** მიიღოს მონაწილეობა ჩვენი კომპანიის ბიზნეს ინსტრუმენტებისა მეთოდოლოგიის განვითარებაში.

პროფილი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტისა და ეკონომიკის განხრით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო სფეროში;
** სრულყოფილი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და წერის უნარი;
** შრომისმოყვარე, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

"ექსპერტო" გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაოს პატარა, ახალგარზდა და დინამიურ გუნდთან ერთად;
** კარიერული შესაძლებლობები თქვენი პირადი ამბიციებისა და პოტენციალის შესაბამისად.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი გამოცდილების შესაბამისად + შედეგის მიხედვით ბონუსი.

თუ თქვენ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ ნუ დააყოვნებთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ფოტოთი, შემდეგ ელფოსტაზე: hr@experto-consulting.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე