უმცროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია აცხადებს უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკურ პროგრამაში მუშაობა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა/რეპორტინგი.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;

ანაზღაურება: 800 ლარი (ნეტ)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 10 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე