მკვლევარი, ანალიტიკოსი, ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკვლევარი, ანალიტიკოსი, ექსპერტი
მომწოდებელი: სექტორი 3
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში მომუშავე მკვლევარებისთვის, ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისათვის

გაქვს გამოცდილება კვლევითი, ანალიტიკური, აკადემიური მიმართულებით? გაქვს საინტერესო იდეები? მუშაობ პროექტზე, რომლის განვითარებისთვის დამატებითი მხარდაჭერა გჭირდება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

"სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის", არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს; ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის" სხვადასხვა თემაზე მომუშავე მკვლევარებს, ანალიტიკოსებსა და ექსპერტებს, სამოქალაქო და საჯარო სექტორიდან, აკადემიური და პროფესიული წრეებიდან სთავაზობს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას, მათ შორის:

** კვლევების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება;
** ფორუმებისა და დისკუსიების ორგანიზება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ;
** ქართველი და უცხოელი პარტნიორების მოძიება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
** მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენცია / ტრენინგებში მონაწილეობისა და მგზავრობის რესურსების უზრუნველყოფა;
** სამუშაო (Co-Working) და შეხვედრების სივრცით უზრუნველყოფა;
** მედიასთან კომუნიკაცია;
** სხვა.

იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობებით ისარგებლოთ, საჭიროა გქონდეთ შესაბამისი ხედვა, ცოდნა, გამოცდილება, და მოტივაცია.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი სამოქმედო გეგმა და საპროექტო წინადადება ქვემოთ მოცემული მიმართულებებიდან ერთ-ერთში მაინც:

** საგარეო პოლიტიკა
** ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
** თავდაცვა და უსაფრთხოება
** კანონის უზენაესობა
** ადამიანის უფლებები
** კარგი მმართველობა
** საჯარო რეფორმა
** განათლების პოლიტიკა
** გარემოს დაცვა
** მდგრადი განვითარება და მისი მიზნები
** რეგიონული განვითარება
** ეკონომიკა
** საჯარო ფინანსები
** ბიზნესის განვითარება
** სოფლის განვითარება და აგრარული პოლიტიკა
** ახალგაზრდული პოლიტიკა
** შრომა, ჯანდაცვა და სოციალური განვითარება
** სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი
** ინოვაციები და ტექნოლოგიები
** არჩევნები
** პოლიტიკა.

საჭირო დოკუმენტაცია:

** განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკი , რომელშიც ზოგად ინფორმაციასთან ერთად დეტალურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით არსებული თქვენი მიზნები და ხედვები, ასევე, სამოქმედო გეგმა.

კონკურსის პერიოდი:

დოკუმენტაციის წარდგენა და განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატთა შერჩევა მოხდება ეტაპობრივად.

შენიშვნა:

** არასრულყოფილად ან/და დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
** დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს, რომლებსაც დამატებითი ინფორმაცია დაეგზავნებათ განაცხადის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეულ კანდიდატებთან იმოქმედებს ინდივიდუალური მიდგომა და საჭიროების შესაბამისად, მკვლევართან ერთად შედგება ორივე მხარისთვის მისაღები სამუშაო განრიგი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე hr@sector3.ge

"სექტორი 3" დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე