ახლო აღმოსავლეთი: დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახლო აღმოსავლეთი: დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია
მომწოდებელი: დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს კურსს სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთათვის

კურსის სახელწოდება: "ახლო აღმოსავლეთი: დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია"

კურსს უხელმძღვანელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ პოზიციებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ელჩები და დეპარტამენტების დირექტორები.

კურსის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

** ახლო აღმოსავლეთი როგორც რეგიონი
** ​არაბეთ-ისრაელის ომების ისტორია - 1947-2009
** "არაბული გაზაფხული" და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე

და სხვა...

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის სერტიფიკატს.

კურსის ღირებულებაა 250 ლარი.

ინსტიტუტი იტოვებს უფლებას ტრენინგის განმავლობაში მოახდინოს კურსის ცვლილება ან დამატება საჭიროებისა და მონაწილეთა მხრიდან ინტერესის შემთხვევაში.

ლექციები ჩატარდება 17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, კვირაში ორი დღე, 18:30 - 20:30 საათებში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training@mfa.gov.ge

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ/Tel.: (+995 32) 2945000 (2398); ელ. ფოსტა/ Email: training@mfa.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე