ინგლისური ენის თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის თარჯიმანი
მომწოდებელი: Delta Translation Group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"Delta Translation Group" მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (www.delta-group.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით. კომპანიას აქვს საკუთარი მთარგმნელობითი პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ლექსიკონი: www.iword.ge.

აღწერა: კომპანიას ესაჭიროება ინგლისური ენის თარჯიმანი წერილობითი მიმართულებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის თარგმანი.

ოფისში მუშაობის პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება წერილობითი თარგმნის მიმართულებით - მინიმუმ ერთი წელი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email, Ms Word ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** SDL ტრადოსის ცოდნა;
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.

ანაზღაურება: გამომუშავებით (თვეში საშუალოდ 900-1500 ლარი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: DeltaTranslationService@gmail.com

თანამშრომლის შერჩევა მოხდება ორეტაპიანი ტესტირების საფუძველზე.

გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე