IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"Tegeta Motors" აცხადებს ვაკანსიას: IT ბიზნეს ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი: TGM0000468
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 4 წელი.
** სფერო: ბიზნესის განვითარება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; პროექტის მართვა.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი.
** სფერო: ბიზნესის მართვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფინანსები.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** პრიორიტეტულია ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება.
** პრიორიტეტულია პროცედურების, დებულებების, ინსტრუქციების და ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება.
** პრიორიტეტულია IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, შეფასება და ანალიზი.
** ბიზნეს პროცესის შესწავლის საფუძველზე ახალი პროექტების დაგეგმარება და გაწერა.
** ბიზნეს პროცესის აღწერილობის მომზადება დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმით.
** ბიზნეს პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული ბიზნეს პროცესების მოდელირება.
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან.
** IT პროექტებში მონაწილეობის მიღება.
** IT პროექტის ბიზნეს პროცესებზე მორგება და ცვლილებების მომზადება IT პროექტის შესაბამისად.
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განვითარება ბიზნეს პროცესების ანალიზის საფუძველზე.
** UI/UX-ზე მუშაობა, mockup-ების გაკეთება და პირველადი დოკუმენტაციის წარმოება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/468?

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე