ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს ექსპერტ-შემფასებლის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** გირაოდ მისაღები საგნების შეფასება ბანკში არსებული ტარიფების მიხედვით
** ძვირფასი ლითონებითა და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილ სესხებზე ოპერაციების წარმოების ინსტრუქციის მკაცრი დაცვა
** ფილიალის სალომბარდო პორთფელის კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ვადაგადაცილებულ სესხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტ-შემფასებლის სერთიფიკატის ქონა
** ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა
** რუსული ენის ფლობა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე