საწყობის დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: M2M
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
გლობალური ბრენდი 3M-ის , Sacla International-ის, Sherwin Williams-OECE-ს და SMIRDEX-ის, Starline-ის, Scott-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ტვირთის შესაბამის ადგილზე დალაგება;
** პროდუქციის მიღება/დასაწყობება;
** მოთხოვნების საფუძველზე პროდუქციის საწყობიდან გაცემა;
** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე მარაგების ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა;
** სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: arqivi.m2m@gmail.com და "Subject"-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე