დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სამსახურის ინფრასტრუქტურის დამლაგებელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

ანაზღაურება: 450 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** შენობებში ფართობის, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების დალაგება;
** კედლების, იატაკის, ჭერის, კარების, ფანჯრების და ავეჯის მტვრისგან გასუფთავება, მოხვეტა და მოწმენდა ხელით ან საგანგებო მოწყობილობით;
** უნიტაზების, ხელსაბანების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური წერტილების გაწმენდა და დეზინფექცია;
** ნაგვის შეგროვება და სპეციალურ ადგილზე გატანა;
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების რაოდენობისათვის თვალყურის დევნება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი შენობაში;
** ტერიტორიის დასუფთავება;
** სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დამლაგებელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე