ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Ok Travel
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ტურისტული სააგენტო "Ok Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქციები:

** ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდისათვის სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება;
** ტურისტული პროდუქტის შექმნა მსოფლიოს ქვეყნების მიმართულებით და მათი რეალიზება;
** online დაჯავშნის სისსტემებში მუშაობა;
** ავიაბილეთების სისტემაში მუშაობა;
** სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ანაზღაურება: ინდივიდუალურად, შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელფოსტაზე: info@oktravel.ge
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე