კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სპორტული მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე. კონსულტანტი ესაჭიროება ესპანური სპორტული ბრენდის "JOMA"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება/დახარისხება, მარაგის კონტროლი;
** მენეჯერის დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სპორტულ/ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** სპორტული აღნაგობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 400ლარი + ბონუსი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სპორტული მაღაზიის კონსულტანტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე