მშენებელ-მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებელ-მემონტაჟე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-მემონტაჟის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სამშენებლო და ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 800 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.
ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** 30 მეტრ სიმაღლემდე სამშენებლო კონსტრუქციების, გადახურვის ფილების, მეტალის კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი;
** სენდვიჩ-პანელების გამოყენებით სახურავის და კედლების მოწყობა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

უნდა ქონდეს:

** მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
უნდა იცოდეს:
** სასურველია მსუბუქი ფურცლოვანი მასალის ხელით ჟანგბადური ჭრის ცოდნა და აირგენერატორული დანადგარის დამუხტვა და განმუხტვა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მშენებელ - მემონტაჟე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე