კონსულტანტი, სათვალის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, სათვალის ხელოსანი
მომწოდებელი: ოპტიკის სამყარო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "ოპტიკის სამყარო" უკვე 16 წელია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს.
ჩვენს ოპტიკურ სალონებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მზის ასევე კორექციის სათვალეები; სათვალის ლინზები; კონტაქტური ლინზები; ლინზის მოსავლელი ხსნარები და სხვა ასესუარები.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ოპტიკური მომსახურება: თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი და მაღალ კვალიფიციური ექიმ-ოთალმოლოგები. ოპტიკა აღჭურვილია უახლესი თაობის ოფთალმოლოგიური აპარატურით. ჩვენს ოპტიკურ სალონებში შესაძლებელია მხედველობის შემოწმება, თვალის ფსკერის დათვალიერება, როგორც სათვალის ისე კონტაქტური ლინზის ნომრების დადგენა.

ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენზე მორგებული სათვალისა და ლინზების შერჩევაში და სათვალე ზუსტად 15 წუთში ადგილზე დაგიმზადდებათ.
ოპტიკის სამყარო ზრუნავს თქვენი თვალების ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე და კომფორტზე.

"ოპტიკის სამყარო" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და დისციპლინურობა
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი და სწრფვა თვითრეალიზაციისკენ;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისურისა და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებისა და მომხმარებელთა ურთიერთობის სფეროში.
** ასაკი: 25-დან 45 წლამდე

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება სასურველ პროდუქტზე;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00, კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 600-დან 700 ლარამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურთთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.opticissamkaro@gmail.com და თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტი ქუთაისში".

"ოპტიკის სამყარო"
აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სათვალის ხელოსნის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში, საქმის ადგილზე შესწავლით:

ძირითადი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და დისციპლინურობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სასურველია ქონდეს გამოცდილება საიუვილერო სფეროში;
** ასაკი: 25-დან 50 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19;00, კვირაში ერთი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 800 ლარიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურთთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.opticissamkaro@gmail.com და თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სათვალის ხელოსანი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე