მძღოლი - დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი - დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ყავის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი - დისტრიბუტორის პოზიციაზე.

გმადლობთ, რომ განიხილავთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი! არ იჩქაროთ, გთხოვთ პირველ რიგში გაეცნოთ მოკლე იმფორმაციას კომანიის და მის საქმიანობის შესახებ, ხოლო შემდგომ გადახვიდეთ ვაკანსიის ტექსტზე.

ყავის ლაბორატორიის შესახებ:

** ყავის ლაბორატორია დაარსდა 2 წლის წინ იმ მიზნით, რომ შექმნას "ტრადიციული" ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მისი მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.
** იცოდით, რომ ყავა ხილია, რომელსაც 1-ზე ბევრად მეტი გემო აქვს?
** სწორედ ამ არაჩვეულებრივი გემოს მისაღწევად ჩვენ ვეძებთ და ჩამოგვაქვს ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე მოუხალავი Specialty მარცვალი, ვხალავთ მას ადგილზე, მის საუკეთესო გემოს გამოსავლენად და ვაწვდით ჩვენს პარტნიორ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს თუ ოფისებს. გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს საქართველოში და წარმატებულად ვადგავართ გზას ვიყოთ ყველაზე ინოვაციური, პროგრესული, დინამიური და კომპეტენტური ყავის კომპანია საქართველოში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების საწყობიდან მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის მიწოდება ობიექტებზე ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობების შესაბამისად;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

უნარები:

** პასუხისმგებლიანი
** ენერგიული
** პოზიტიური
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: 600 ლარი

სამუშაო განაკვეთი: სრული - 10:00 - 18:30
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hi@coffeelab.ge და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე