დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Fabrika Hostel
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ჰოსტელი "Fabrika" ეძებს შესაბამის კანდიდატს დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: დასუფთავების თანამშრომელი
განყოფილება: დასუფთავების დეპარტამენტი;
მოახსენებს: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერს, დასუფთავების ზედამხედველს;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ადმინისტრაციული პრინციპების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

მოვალეობები:

** ჰოსტელში განთავსებული ყველა ოთახის დღიურად მომსახურება სტანდარტების შესაბამისად;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე, მათ შორის პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და თავისი მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შეასრულება;
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებისთვის შეტყობინება;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე