მეტალოპლასტმასის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეტალოპლასტმასის მემონტაჟე
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"არქი ჯგუფი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 20 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 19 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას მეტალოპლასტმასის მემონტაჟის პოზიციაზე.

მეტალოპლასტმასის მემონტაჟის საქმიანობა მოიცავს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამონტაჯებასა და შემინვას.

მეტალოპლასტმასის მემონტაჟის ფუნქციები იქნება:

** ამწეს ან ტექნიკური მოწყობილობის დახმარებით კარ-ფანჯრის სართულზე ატანა
** კარ-ფანჯრის მონტაჟი
** ​მინაპაკეტის ჩასმა და რეგულირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია, მეტალოპლასტმასის მემონტაჟის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@archi.ge, 2019 წლის 30 სექტემბრამდე;

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 593200696

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე