იურისტებისა და ფინანსისტების ვიზიტი აშშ-ში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტებისა და ფინანსისტების ვიზიტი აშშ-ში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
იურისტებისა და ფინანსისტების ვიზიტი აშშ-ში

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს იურისტებს და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო ვიზიტზე აშშ-ში.

პროგრამის მიზანია, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ სამართლებრივი და საფინანსო-საგადასახადო მიმართულებების ამერიკული გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ტრენინგები უმაღლესი რანგის პროფესიონალებისგან, მოსამართლეებისგან და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისთან და გაიღრმაონ ცოდნა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით.

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ ორგანიზაციებში:

** ამერიკის უზენაესი სასამართლო (ვაშინგტონი)
** საერთაშორისო საიმიგრაციო სამსახური ( ვაშინგტონი)
** თეთრი სახლი (ვაშინგტონი)
** პენსილვანიის ადვოკატთა ასოციაცია (ფილადელფია)
** ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
** სახელმწიფო იუსტიციის ცენტრი (ნიუ-იორკი)
** კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ-იორკი)

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იურისტებს, ფინანსისტებს, იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2019 წლის 20-30 ნოემბერი
ხანგრძლივობა - 10 დღე
პროგრამაში განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს-5500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

საფასური ფარავს შემდეგ ხარჯებს:

** საცხოვრებელში განთავსება
** მგზავრობა
** შიდა გადაადგილება
** პროექტის ხელმძღვანელის თანხლება
** საერთაშორისო სერტიფიკატი
** საფასურში არ შედის სავიზო მოსაკრებლის ხარჯი.

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ოფიციალური მოწვევით აშშ-დან.
პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო
ფორმა: https://bit.ly/2K0xEWF
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის
საშუალებით: https://www.facebook.com/ევროპის-აკადემიური-ცენტრი-გაცვლითი-პროგრამები-1406883682891143/
ან დაგვირეკეთ ნომერზე:

+995 (32) 2 238 234; 577 99 85 81 ; 574 334 777
ცენტრის სათაო ოფისი, თბილისი, მის: კოსტავას N67 (სართული 2)

რეგიონალური ოფისები ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი.
ცხელი ხაზი: 599 33 47 00

პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური
ცენტრი-გაცვლითი პროგრამები"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე