მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვაცხადებთ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია)
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სამუშაო საათები: დღეში 8-9 საათი.
ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: illycaffetbilisi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე