ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორი-კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორი-კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 400 ლარი

სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს (19:30-ზე)

მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

** Cisco IT Essentials
** Cisco - NDG Linux Essentials
** Next-ITsupport

ზოგადი ინფორმაცია:

** ტრენინგი ეფუძნება Cisco IT Essential კურსის ბოლო ვერსიასა (7.0) და NDG Linux Essentials კურსის მოდულებს
** კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს
** კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ დავალებებს
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით
** მასალები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
** კურსის გავლის შემდეგ დაეუფლებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

სასწავლო კურსის პროგრამა:

** პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმოხილვა (კომპიუტერის ნაწილების დეტალური გარჩევა): სისტემური ბლოკი, კვების ბლოკი, დედაპლატა, პროცესორი, ოპ. მეხსიერება, მყარი დისკი, ვიდეო ადაპტერი, პორტები, კონექტორები, კაბელები გაგრილება და სხვა)
** კომპიუტერის დაშლა/აწყობა, შესაფერისი ნაწილების შერჩევა, გაძლიერება
** კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის სიღრმისეული ანალიზი
** სპეციალიზებული კომპიუტერების აწყობა
** BIOS/UEFI განხილვა და კონფიგურაცია
** პრევენციული ღონისძიებები და პრობლემების გადაწყვეტა

ქსელის მუშაობის კონცეფციები:

** ქსელის მუშაობის პრინციპები
** ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები
** ქსელური მოწყობილობები (კომუტატორი, მარშრუტიზატორი, პატჩ პანელი, ფაიერვოლი და სხვა)
** ქსელური კაბელები (სამონტაჟე ინსტრუმენტები, ჯეკის დასმა, აუთლეტის დაყენება)
** გამოყენებადი ქსელი
** ქსელის დამისამართება
** ქსელის ადაპტერის კონფიგურაცია
** კაბელური და უკაბელო ქსელების აწყობა
** ფაიერვოლი
** ჭკვიანი ტექნოლოგიების ჩართვა ქსელში
** დისტანციური მართვა (Remote Desktop, Telnet/SSH)
** პრობლემების მოგვარება ქსელში

ლეპტოპები და სხვა მობილური მოწყობილობები:

** ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობის ნაწილების განხილვა
** ლეპტოპის ქსელით უზრუნველყოფა
** ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების კონფიგურაცია და პრობლემების მოგვარება

პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები:

** პრინტერების არჩევა
** ინსტალაცია და კონფიგურაცია,
** ქსელური პრინტერის გამართვა
** პრინტერების გაზიარება
** სკანერისა და პროექტორის მონტაჟი და კონფიგურაცია
** ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები (ვირტუალური მანქანების აწყობა/ კონფიგურაცია - VMware Workstation, Virtualbox)
** ვინდოუს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და საწყისი მომართვა
** ვინდოუს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება:
** დისკების მართვა
** სისტემის ოპტიმიზაცია
** ბრძანებათა ველის ინტერფეისთან (CMD) მუშაობა და ბრძანებების განხილვა
** ვინდოუსის ქსელით უზრუნველყოფა
** Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup
უსაფრთხოება (მომხმარებლები და ჯგუფები, ანტივირუსი/ფაიერვოლი, შიფრაცია, VPN, სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა)
** ვინდოუს ოპერაციული სისტემის პროცესების, სერვისებისა და წარმადობის მონიტორინგი

მობილური, ლინუქს, MacOS ოპერაციული სისტემები:

** ლინუქსის მიმოხილვა, ლინუქს ოპერაციული სისტემების განხილვა
** ლინუქსთან მუშაობა, ღია წყარო კოდები და ლიცენზირება
** ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია (Ubuntu, Kali) და ბაზისური კონფიგურაცია
** ორმაგი ჩატვირთვა, ჩატვირთვის პარამეტრების ცვლილება
** ბრძანებათა ველი უნარები, დახმარების მიღება ტერმინალთან მუშაობის დროს
** ნავიგაცია ფაილურ სისტემაში, ფაილებისა და დირექტორიების მართვა, არქივირება და შეკუმშვა
** დისკების მართვა (დისკების დაყოფა, დაფორმატება, RAID მასივების განხილვა, დანაყოფებთან მუშაობა)
** ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა, ბაზისური სკრიპტინგი
** კომპიუტერის აპარატურასთან გაცნობა ლინუქსის ბრძანებებით
** კაბელური და უკაბელო ქსელის კონფიგურაცია ლინუქსში
** სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოება
** მომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნა
** საკუთრებისა და ნებართვების განსაზღვრა
** სპეციალური დირექტორიები და ფაილები
** პაკეტებისა და პროცესების მართვა ლინუქსში
** ანდროიდ და iOS სისტემების განხილვა
** იტ პროფესიონალის უნარების გამომუშავება:
** საკომუნიკაციო უნარები
** საოპერაციო პროცედურები
** ეთიკური და ლეგალური საკითხები
** კონკრეტული სცენარების განხილვა სამუშაო უნარების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე