უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ჯასთის ლიგ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
იურიდიული კომპანია "Justice League - ჯასთის ლიგ" (https://www.justiceleague.ge) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის (Junior Associate) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა.
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** კომპანიისათვის კლიენტებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც უკავშირდება კლიენტების მუშაობის ყოველდღიური საქმიანობის იურიდიულ ასპექტებს.
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
** კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
** საჭიროების მიხედვით კლიენტებთან მუშაობა ადგილზე ვიზიტით კომპანიის შიდა (in-house) იურისტის ფუნქციების შესასრულებლად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** ინგლისური ენა, კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით. რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
** ხელშეკრულებებთან და კორპორაციული მართვის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური დაანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: contact@justiceleague.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე