გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლუპი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
თუ ხარ სტუდენტი ან ახალი დამთავრებული გაქვს სწავლა. გინდა იმუშავო ახალგაზრდულ, საინტერესო გუნდთან ერთად და მიიღო გამოცდილება, მაშინ ყურადღებით გაეცანი ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას.

"ლუპი" არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ინდივიდუალურად ერგება თითოეულ მოსწავლეს და განსაზღვრავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. პლატფორმა პირველად 2017-2018 სასწავლო წელს გახდა მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი და მისი 1-წლიანი პაკეტით 8400-ზე მეტმა მათგანმა ისარგებლა, ხოლო მოკლევადიანი პაკეტებით 14000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო პლატფორმაში.

"ლუპი" ეძებს მოტივირებულ, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელურ ადამიანებს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამართული ქართულით საუბარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში.

კანდიდატს არ მოეთხოვება განსაკუთრებული სამუშაო გამოცდილება. მოტივაცია და ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, სავსებით საკმარისია. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი თქვენ შესახებ თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lupi.ge; წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე