გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დემოკრატიის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
დემოკრატიის ლაბორატორია ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

"დემოკრატიის ლაბორატორია" ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს, მთავარ ფოკუსს კი ახალგაზრდები, მედია და ინოვაციური პროექტები. დემოკრატიის ლაბორატორიამ ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

შენც შეგიძლია გახდე საინტერესო, დინამიკური და მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი!

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** თქვენ გექნებათ ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა
** ზრდადი ფინანსური შემოსავალი
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად
** დემოკრატიის ლაბორატორიის სხვა პროექტებში ჩართვის და დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა.

რა გევალებათ:

** დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტებისთვის სპონსორების მოძიება.
** შეხვედრების გამართვა და საქმიანი ურთიერთობის წარმართვა
** კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან (მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან) და შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა
** პრეზენტაციების მომზადება ქართულად და ინგლისურად
** საკონტაქტო ბაზების მუდმივი განახლება
** მონიტორინგი და კონტროლი კლიენტების ბაზის გამართულობაზე
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
** თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

P.S დემოკრატიის ლაბორატორია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას შეხვედრებზე და საქმიან ვიზიტებზე და ულიმიტო სალაპარაკო დროს მობილურ ტელეფონზე.

აუცილებლად უნდა იცოდეთ:

** ინგლისურ ენა გამართულად
** საოფისე პროგრამები

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 10 სექტემბერი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info@demlab.ge

საკონტაქტო ნომერი: 591705503

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე