ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ენ ერ ჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" ევროსტანდარტების დაცვით ქმნის და აწარმოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, დაბალი ძაბვის ელექტრო ძალოვან, საკონტროლო და სამშენებლო კაბელებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საიმედოობით.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://nrg.ge/geo

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის გეგმების მომზადება;
** წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი და მონიტორინგი;
** ნედლეულის სპეციფიკაციების მომზადება;
** საბოლოო პროდუქციისთვის ტესტ რეპორტების მომზადება;
** საწარმოში არსებული ნებისმიერი საზომი დანადგარის კალიბრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფიზიკის ან ინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება წარმოებაში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას ბენეფიტების სახით

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე http://vacancy.nrg.ge/ 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე