ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალპროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ნატახტარში.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ეკონომიკის მიმართულებით (პრიორიტეტულია ფინანსები)
** სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი.

გამოცდილება:

** ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის წარმართვის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სააღრიცხვო პროგრამის Exact ცოდნა.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ყოველთვიური, კვარტალური, წლიური)
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური რეპორტების მომზადება, გადახრების ანალიზი
** ხარჯების კონტროლი და ანალიზი
** პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი და ანალიზი
** ფულადი სახსრების მიმოქცევის კონტროლი
** კომპანიის გრძელვადიანი გეგმების შედგენაში მონაწილეობა
** ფინანსური რესურსის მოსაზიდად ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებთან მოლაპარაკებების წარმოება და დოკუმენტაციის მომზადება
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადახდო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge და ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე