მონაცემთა ბაზების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ "ეისითის" მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.

მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების სპეციალისტის პოზიციაზე, მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტში.

ACT საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი ACT-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 60 მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8.

კადრმა უნდა შეძლოს მონაცემთა მოგროვებისთვის ელექტრონული ფორმების აგება CATI/CAPI/Online Survey პლატფორმების გამოყენებით (მაგ: Survey To Go, Survey Solutions და სხვა). უნდა შეძლოს გაწმინდოს მოგროვებული მონაცემები, მოახდინოს მონაცემებზე მანიპულაციები და მოამზადოს საშედეგო ცხრილები მონაცემთა ანალიზისთვის.

კადრს უნდა შეეძლოს სწრაფ რეჟიმში მუშაობა და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ასევე, უნდა შეძლოს კომპანიაში არსებულ სტანდარტებთან სწრაფი ადაპტაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა მოგროვების ფორმის აგება
** კვლევის ინსტრუმენტის ტექნიკურ ოპტიმიზაციაზე რეკომენდაციების მომზადება
** მონაცემთა მოგროვების რომელიმე პლატფორმაში კვლევის ინსტრუმენტის შესაბამისი ელექტრონული ფორმის აგება. ძირითადი სამუშაო პროგრამებია: Survey To Go, Survey Solutions და "ეისითიზე" მორგებული CATI-ის პროგრამული უზრუნველყოფა
** ელექტრონულ ფორმაზე გადასვლებისა და შეზღუდვების გაწყობა (რიგ შემთხვევაში სკრიპტების გამოყენებით)
** ელექტრონული ფორმის ტესტირების პროცესის დაგეგმვა და ტესტირების შედეგების ელექტრონულ ფორმაში ასახვა
** მონაცემთა მოგროვების პროცესის მხარდაჭერა
** მონაცემთა მოგროვების პროგრესის ანგარიშის მომზადება პროექტული გუნდისთვის
** შერჩეული ნომრების/რესპონდენტების ბაზების მოწესრიგება და ინტეგრაცია მონაცემთა მოგროვების პლატფორმაში
** გამოკითხვის ქვოტების გაწყობა/მონიტორინგი
** მონაცემთა წმენდა და დამუშავება
** მოგროვებული მონაცემების ორგანიზება SPSS, STATA-ში ან სხვა კლიენტთან შეთანხმებულ ფორმატში. ძირითადი სამუშაო პროგრამული უზრუნველყოფა არის SPSS.
** მონაცემების ლოგიკურ-არითმეტიკული წმენდა
** მონაცემების ტრასფორმაცია ანალიზისთვის მისაღებ ფორმატში და ლეიბლების მოწესრიგება
** მონაცემთა ბაზაზე წონითი კოეფიციენტების მიმაგრება
** მონაცემთა ბაზების მოწესრიგება კლიენტისთვის გასაგზავნ ფორმატში
** მონაცემთა ანალიზი და საშედეგო ცხრილების (SPSS, STATA)
** საშედეგო ცხრილების მომზადება Output-ის სახით. ძირითადი სამუშაო პროგრამა SPSS-ია.
** Output-ი მოიცავს Frequencies, Crosstabs, Parametric and Non-Parametric tests და სხვა აღწერითი სტატისტიკის ანალიზის შედეგად მიღებულ ცხრილებს.
** საშედეგო ცხრილების მოწესრიგება ისეთ ფორმატში, რაც მისაღებია კვლევითი ანგარიშის მომზადებისთვის.
** სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) კანდიდატი ერკვეოდეს მაღალი დონის ანალიზის ისეთ მეთოდებში, როგორიცაა: რეგრესული ანალიზი, ფაქტორული და კლასტერული ანალიზი, მრავალგანზომილებიანი სკალირება, მრავლობითი იმპუტაცია და სხვა.

ზოგადი უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** სკრუპულოზობა (დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი)
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** არასტანდარტულ ვითარებაში პროექტულ სამუშაო განრიგზე მორგების შესაძლებლობა
** განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და ვადების კონტროლის უნარი.

განათლება და საბაზისო ცოდნები:

** რუსული ენის კარგად ცოდნა (როგორც სასაუბრო, ასევე წერილობითი). მონაცემთა ბაზების სპეციალისტებს უწევთ აქტიური კომუნიკაცია ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ოფისებთან, სადაც ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია.
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა
** მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტატისტიკის, მათემატიკის ან რომელიმე მონათესავე ტექნიკურ სპეციალობაში.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

წერილის საგანში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი: "მონაცემთა ბაზების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე