მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი გუდა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
რესტორანი "გუდა", რომელიც მდებარეობს ფასანაურში საქართველოს სამხედრო გზაზე (თბილისიდან 80 კმ) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

რესტორანი გათვლილია 50 პერსონაზე დამენიუში იქნება ქართული კერძები ახლებური ხედვით.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6დღე (სრული)
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

აუცილებელი უნარები:

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქციები და მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე რესტორანში.
** დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** უნდა განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** შეძლებისდაგვარად განახორციელოს სამზარეულოს თანამშრომლების მოტივირება;
** დაიცვას მის ჰიგიენის ფაქტორები;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.ირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

დამსაქმებელი უზრუნველყოფს კარგ ფინანსურ მოტივაციას და საცხოვრებელ პირობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: gudarest@gmail.com

ჩვენი სოციალური ქსელის მისამართი: https://www.facebook.com/gudarest/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე