სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
საგანმანათლებლო კომპანია "კინგსი საქართველო" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16ა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების ათვისების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ.

კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ წერილი შემდეგ მისამართზე: hr@kings.ge, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე