მძღოლი - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" , წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
ხელფასი: 700 ლარი

მოვალეობები: კომპანიის ავტონმანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება დამხმარესთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე