ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
კომპანია "სითიქომი" ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.

"სითიქომი" (www.citycom.ge) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება;
** Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე (წერილობითი, ზეპირი); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

აუცილებელი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებული, პუნქტუალური;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი.

ანაზღაურება: 700 ლარი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე: info@citycom.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე