IT სერვის დესკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სერვის დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 235158_halykbank_appform_5847468.zip
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში, IT სერვის დესკის ოპერატორის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი);
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც გამართულად საუბრობენ და წერენ რუსულად და ინგლისურად.
** სასურველია კონტაქტ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** მუდმივ პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის დესკზე შემოსული მოთხოვნის ან ინცინდენტის პირველადი დიაგნოზი, დამუშავება და გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან და მათი შესრულების კონტროლი;
** სერვის დესკში შემოსული ინციდენტების გამოკვლევა და გადაჭრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** ცოდნის ბაზის წარმოება და თავის მიერ შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება;
** პერიოდული ანგარიშგების წარმოდგენა ინციდენტების და მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი), ფოტოსურათით (3X4), ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@hbg.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT Service Desk-ის ოპერატორი".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2019 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე