კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი).

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
** პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;
** საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

პიროვნული უნარები:

** გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** მიზანდასახულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურად მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: kapanadze@igg.ge და გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2019 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე