ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშგება;
** დამფუძნებლებისათვის ყოველკვარტალური და ყოველთვიური ფინანსური რეპოტრინგის მომზადება;
** სადაზღვევო რეზერვების პროგნოზი, მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის ლიკვიდურობისა და სოლვენსის მონიტორინგი;
** შიდა მოხმარების ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** საფინანსო ორგანიზაციაში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** Excel-ის ძალიან მარალ დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: meri.napetvaridze@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 17 სექტემბრამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე