შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსესერვისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
შრომის უსაფრთხოების სააგენტო "ექსესერვისი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის საჭირო სერტიფიკატის ქონა
** გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის მონიტორინგი და რისკების შეფასება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმათა დარღვევის პრევენციის მიზნით ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაცემა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მომზადება და შედგენა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული ტრენინგების და სწავლების ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების საკითხებზე დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება (აუდიტი).

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პუნქტუალური, შრომისმოყვარე
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

ადგილმდებარეობა: თბილისი, უშანგი ჩხეიძის 23
დასაქმების ტიპი: ვაკანსია
სრული სამუშაო გრაფიკი
ხელფასი: 1500 ლარი

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე: sales@exes.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და ვაკანსიის დასახელება ("სპეციალისტი") წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე