ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს ღია კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქციები

** საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მართვა;
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება;
** ვალდებულებების გრაფიკების, მივლინების, თანამშრომლების, ხელფასების, მობრუნებებისა და დამოუკიდებელი მოდულების მართვა და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** სასაქონლო ზედნადებებისა გაგზავნა, მიღება-დადასტურება და მათ მიღება-ჩაბარებებთან შესაბამისობის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე, ყველა ტრანზაქციისა და სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები, ხელფასები, მივლინებები და ა.შ) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა;
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა;
** დებიტორ-კრედიტორების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშგებების დადგენილ ვადებში მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

განათლება:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი).
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს გავლილი ბუღალტერიის მიმართულებით კურსი (სასურველია ACCA).

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

უცხო ენა: ინგლისური B2

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ORIS პროგრამის ცოდნა;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 სექტემბერი.

რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ hr.gov.ge-ის საშუალებით, ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/57292?active=1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე