ინვესტორებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვესტორებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს ღია კონკურსს ინვესტორებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** პრიორიტეტული სექტორების მიხედვით პოტენციური ინვესტორი კომპანიების ბაზის შექმნა;
** პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან დაკავშირება, ქვეყნების მიხედვით საქმიანი ვიზიტების ("roadshows") და პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
** საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით განხორციელებულ კვლევებში მონაწილეობის მიღება;
** საინვესტიციო შესაძლებლობების/პროექტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება, მათი ინვესტორებთან წარდგენა და დაინტერესებულ ინვესტორ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** უცხოური ბიზნეს ასოციაციებისთვის და მათი წევრი კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პრიორიტეტული საინვესტიციო ფორუმების/კონფერენციების იდენტიფიცირება და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება;
** პოტენციური ინვესტორების კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მომზადება, მათი საქართველოში ვიზიტის ორგანიზების პროცესში ჩართულობა და ინვესტორების თანხლება სხვადასხვა ლოკაციებზე;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ბიზნესის ან/და ეკონომიკის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: ინვესტორებთან ურთიერთობა, ბიზნეს საკონსულტაციო სფერო, კვლევები და ანალიტიკა, ბიზნეს გეგმების წერა ან/და შეფასება, პროექტების მართვა, ფინანსები, აუდიტი, საგადასახადო, საბაჟო, საბანკო საქმიანობა, მარკეტინგი და გაყიდვები.

უცხო ენა: ინგლისური C1

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** საქართველოში მოქმედი სავაჭრო რეჟიმების და საერთაშორისო ხელშეკრულებების ზოგადი ცოდნა;
** საქართველოში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ზოგადი ცოდნა;
** საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში არსებული მდგომარეობის ზოგადი ცოდნა;
** საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებით სექტორების ანალიზი;
** პოტენციური ინვესტორების იდენტიფიცირების კომპეტენცია;
** ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება, მათ შორის ინგლისურ ენაზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 სექტემბერი.

რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ hr.gov.ge-ის საშუალებით, ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/57253?active=1
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე