მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"დანიური სახლი" 1999 წელს დაარსდა და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საყოფაცხოვრებო პროდუქციის საცალო გაყიდვების სფეროში.

დღეს-დღეობით კომპანია წარმოდგენილია 11 ფილიალით, რომელთაგან 4 მდებარეობს თბილისში, ხოლო 7 - საქართველოს რეგიონებში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 158-ში.

"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე.
დასვენება: კვირაში 2 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** პროდუქციის და ფასმაჩვენებლების განლაგების სტანდარტების დაცვა;
** სალარო ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვა.
** მაღაზიაში სექციების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი" ან "მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე