დასაქმების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასაქმების პროგრამა
მომწოდებელი: Empire
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "Empire" დასაქმების საერთაშორისო პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებელს შესაფერისი ვაკანსიის მოძიებაში და დაეხმაროს მათ გახდნენ ჩვენი გუნდის წევრი.

პროგრამის ხანგრძლოვობა: 3 თვე
პროგრამის ღირებულება: უფასო
ლოკაცია: სამორინე "ემფაერის" ტრენინგ ცენტრი ქალაქ ბათუმში

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

** სამორინეს საკვანძო საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა
** კლიენტებთან ურთიერობის/კომუნიკაციის მაღალ სტანდარტების შესწავლა
** სამორინეს მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესწავლა

ვეძებთ მათ, ვინც არის:

** 25 წლამდე ასაკის
** მიზანდასახული და ენერგიული
** გუნდური
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული
** სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია

და ვისაც აქვს:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინგლისური, რუსული ენების მინიმუმ დამაკმაყოფილებელი დონე
** პროფესიული განვითარების და წინსვლის სურვილი

სამორინე "ემფაერის" დასაქმების პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@casinoempire.ge. სათაურში (Subject) მიუთითეთ დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე