F&B მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: Empire
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "Empire" აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე სამორინე "Empire"-ისთვის

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კვებასთან და სასმელებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა სტანდარტების შესაბამისად
** დაქვემდებარებული პირების მართვა
** კვების და სასმელების მენიუს განახლება გუნდის სხვა წევრებთან ერთად
** ინფორმაციის შეგროვება სტუმრების შემოწმების სისტემიდან F&B-ს სისუსტეების დადგენის და გამოსწორების მიზნით
** საკვების და სასმელის ხარისხის მუდმივი შემოწმება/კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** აუცილებელი მოთხოვნაა მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ენების ცოდნა მაღალ დონეზე (ინგლისური, რუსული) თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** სამუშაო დავალებების ორგანიზების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალური
** ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლიდერის უნარების მქონე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე hr@casinoempire.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე