პიტ-ბოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიტ-ბოსი
მომწოდებელი: Empire
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "Empire" აცხადებს ვაკანსიას პიტ-ბოსის პოზიციაზე სამორინე " Empire"-ისთვის

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა მაგიდაზე სათამაშო პროცესის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად
** აკონტროლოს მის მიერ დაქვემდებარებული პირების სამუშაო პროცესის გამართულობა
** ზედამხედველობა გაუწიოს სათამაშო მაგიდების ოპერაციებს და უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხის დაცვა
** ზედმიწევნით ცოდნა ყველა თამაშის წესების
** აქტიური ჩართულობა სტუმართა პრეტენზიების განხილვის პროცესში და შესაბამისად მათ მოგვარებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელი მოთხოვნაა მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა მაღალ დონეზე
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების გამართულად ფლობა

პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის უნარის მქონე
** ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლიდერის უნარების მქონე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე hr@casinoempire.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე