ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Empire
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "Empire" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე სამორინე "Empire"-სთვის

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში მიმდინარე სამუშაო პროცესის შესრულება სტანდარტების შესაბამისად
** აუცილებელია სასმელის, საკვების და სხვა პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა და ამის წარმოჩენა
** სტუმრებთან დაკავშირებული ოპერაციების, სერვისის, ხარისხის სტანდარტების დაცვა
** მუდმივად ზრუნვა ბარის მენიუს განახლებაზე
** ფასთა ცვლილებების და პროდუქციის ვადების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა მაღალ დონეზე
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების გამართულად ფლობა

პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის უნარის მქონე
** ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე hr@casinoempire.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე