მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება "Capstone Group"-ის წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარებადი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და საკომუნიკაციო გეგმის ფინალურ ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** ​რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ზოგადი ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ​პროაქტიულობა;
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** გამოსაცდელი ვადა: მაქს. 3 თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი.

შერჩევის ეტაპები:

** ​კადიდატების შერჩევა გასაუბრებისთვის
** გასაუბრება
** მცირე ზომის დავალება

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე