სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ადმინისტრატორი ესაჭიროება სალონების ქსელს "Brow & Lash Bar" https://www.facebook.com/browandlashbar.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** რუსული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
** კოსმეტიკურ პროცედურებისა და პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** ასაკი: 22 - 35.
** სქესი: მდედრობითი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 10:00-დან 21:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: მინიმუმ 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება;
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია 5 დღიანი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი: დღეში 30-დან 50 ლარამდე, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით;
ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის 5%.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cv@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე