სტაჟირება ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" იწვევს მონდომებულ, აქტიურ და შრომისმოყვარე პირებს სტაჟირების გასავლელად ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში.

სტაჟირების ფარგლებში, სტაჟიორებს საშუალება ექნებათ:

** აიმაღლონ ცოდნა (ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა; შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა);
** შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები;

ზემოაღნიშნული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ, დადებითი რეკომენდაციის მქონე სტაჟიორებს მიეცემათ ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში" დასაქმების შესაძლებლობა. ვაკანსიების არ არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის რეზერვში, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას, მომავალში, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

სტაჟირების პროგრამის კანდიდატების მოთხოვნებია:

** ბაკალავრის ხარისხი, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
** სტრესულ სიტუაციაში კონცენტრირებულად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა;
** მოწესრიგებული და აქტიური;
** მიზანდასახული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველება;

ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" სერვის ცენტრებში სტაჟირების გასავლელად კანდიდატმა უნდა მიმართოს სააგენტოს ოფიციალურ ელფოსტაზე - hr@msda.ge და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

სტაჟირების შერჩევის ეტაპებია:

პირველი ეტაპი - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (რეზიუმეების) გადარჩევა. თუ რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი არ შეესაბამება ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენ-ტოს" მოთხოვნებს კანდიდატი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.

მეორე ეტაპი - გასაუბრება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე