დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: სასტუმრო მგზავრები
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სასტუმროების ქსელი "მგზავრები" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პირადი ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის დირექტორის და შესაბამისი გარე სტრუქტურებისთვის;
** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებების მენეჯერებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და რეპორტების მომზადება
** დირექტორის დავალებით, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების წარმოება;
** დირექტორისთვის მივლინებების ორგანიზება;
** დირექტორის დავალებით, სხვადასხვა ღონისძიებების, გაფართოებული შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
** დავალების შესაბამისად, დოკუმენტების თარგმნა
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება
** სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა და ორგანიზება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mgzavrebi.vacancy@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე