ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
ბენეფიტები: საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე შემოსული ზარების მიღება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტების ინფორმირება ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე: პირველადი ინფორმაციის მიწოდება, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა და ა.შ.
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** სატელეფონო მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც);
** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაწონასწორებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 23 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

"გრინვე" - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე