ტრენინგ კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ კოორდინატორი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"აჭარა ჯგუფი" ეძებს შესაბამის კანდიდატს ტრენინგ კოორდინატორის პოზიციაზე.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ფლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტრენინგებისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
** გაუწიოს დახმარება აკადემიის ხელმძღვანელს მიმდინარე პროცესებში;
** დაეხმაროს აკადემიის ხელმძღვანელს კომპანიის სტრატეგიული ხედვის შესაბამისი გრძელვადიანი სასწავლო მიზნების ჩამოყალიბების პროცესში;
** დასახოს გეგმები და საჭირო პროცედურები აკადემიის მიზნების მისაღწევად;
** უზრუნველყოს ტრენინგებისთვის საჭირო მასალების მოძიება/შესყიდვა, პროცედურების ზუსტად დაცვით;
** შეიმუშაოს ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების თემატიკა არსებული საჭიროებების შესაბამისად;
** მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების პროგრამის შედგენაში, დაეხმაროს ხელმძღვანელს პრეზენტაციებისა და სხვა საჭირო სასწავლო რესურსის მომზადებაში;
** მონაწილეობა მიიღოს აკადემიის განვითარებაში, სამომავლო პროექტების დამატებასა და განვითარების გეგმების იმპლემენტაციაში;
** ჩართული იყოს შეფასების პროცესში, შექმნას შეფასების გამჭვირვალე სისტემა;
** მოამზადოს ტრენინგების შესაბამისი უკუკავშირის ფორმები;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიის შიდა საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევაში;
** დაეხმაროს ხელმძღვანელს ლოკალური და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და მათი აკრედიტირების პროცესებში;
** გამოიკვლიოს თანამშრომელთა საგანმანათლებლო საჭიროებები, და დახმარება გაუწიოს ხელმძღვანელს პროფესიული კომპეტენციების, სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განმტკიცების პროცესებში;
** იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;
** საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგების ჩანაცვლება;
** ითანამშრომლოს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან;
** იმოქმედოს კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით;
** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com 23 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე