რისკის კონტროლის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკის კონტროლის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სსიპ საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას რისკის კონტროლის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საპენსიო სააგენტო პასუხისმგებელია და ახორციელებს საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას და შესაბამისი საპენსიო სქემის ადმინისტრირებას.

საპენსიო შენატანები, რომელთა მზარდმა ჯამურმა მოცულობამ უახლოეს წლებში რამოდენიმე მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, ექვემდებარება ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას, კეთილსაიმედოობის პრინციპების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო, საკრედიტო, საბაზრო და სხვა ფინანსური რისკების კონტროლის მიზნით, საპენსიო სააგენტოში შეიქმნა დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი რისკის ოფიცერი. რისკის კონტროლის სტრუქტურაში ერთ-ერთ წამყვან როლს შეასრულებს რისკის კონტროლის მთავარი სპეციალისტი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე თეორიული ფიზიკის ან მათემატიკის სპეციალიზაციით;
** მათემატიკური აპარატის/მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** ორმაგი სპეციალიზაცია ფინანსებში და თეორიულ ფიზიკაში ან მათემატიკაში წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას;
** რისკის კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება წარმოადგენს უპირატესობას;
** კაპიტალის ბაზრის პროდუქტების/ფინანსური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას;
** რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას;
** ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციის, სტოქასტური აღრიცხვის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება წარმოადგენს განსაკუთრებულ უპირატესობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: risk@pensions.ge

კანდიდატების შერჩევა იწარმოებს მიმდინარე რეჟიმში საუკეთესო კანდიდატის გამოვლენამდე. შესაბამისად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადები უმჯობესია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში წარმოადგინონ.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი გაივლის ტრენინგებს ლონდონში, რომლის საფასურსაც საპენსიო სააგენტოს უცხოური დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ. ანაზღაურება დაინიშნება გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატის კვალიფიკაციის და ბაზარზე არსებული კონკურენტული სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე